სიახლეები
ქართული ანბანი იუნესკო-ს სიაში შევიდა
ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

გადაწყვეტილება იუნესკომ მე-11 სესიაზე მიიღო . საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს. ნომინაცია იუნესკოს განსახილველად  2015 წელს წარედგინა და მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამი სახეობის  ჰარმონიულ თანაარსებობას თანამედროვე რეალობაში.

Print