საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და ონლაინ- და სხვა სესხების საპროცენტო განაკვეთის გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებს სთავაზობს.
“მემარცხენე ალიანსის” ლიდერი, სოსო შატბერაშვილი აცხადებს, რომ იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და მისი მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს წლიურ 16%-ს. ეს რეგულაცია მხოლოდ იპოთეკურ სესხებს შეეხება.
შატბერაშვილის განცხადებით, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და ზემოთ აღნიშნული საპროცენტო რეგულაცია გავრცელდეს ყველა სახის სესხზე.