სიახლეები
ხმალაძის განცხადება

ვახტანგ ხმალაძე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა.

ყოფილი პარლამენტარი მათ, ვინც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა, მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ, თუნდაც მომდევნო არჩევნებიდან, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.  მისი თქმით, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი უმრავლესობა თანხმდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ეს ცვლილების განხორციელების  უნიკალურ შანსს იძლევა, თუმცა, ვახტანგ ხმალაძის აზრით, ის, რომ მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე წავა, ნაკლებად სავარაუდოა.

 

Print