სიახლეები
ტელეკომპანია ''იბერიას'' საქმე
საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას“ საქმის განხილვა

ჩვენება ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიის დირექტორმა მისცა. ქეთევან ფანქველაშვილმა დეტალურად ისაუბრა თუ როგორ აიძულა მაშინდელმა ხელისუფლებამ ტელეკომპანია “იბერიას” მფლობელები დაეთმოთ ტელევიზიის ლიცენზია.

ტელეკომპანია იბერიას დახურვასა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმეზე ბრალდებულები არიან მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გახსნილად 2016 წლის 2 თებერვალს გამოაცხადა.

ტელეკომპანია იბერიასა და ომეგა ჯგუფში სპეცდანიშნულების რაზმი 2004წლის 19 თებერვალს შეიჭრა, შემდეგი სასამართლო სხდომა 9 იანვარს გაიმართება.

Print