მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. პროკურორის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა მათ მიერ წარმოდგენილი მოწმე, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელიც 2006 წელს მართავდა იმ ავტომობილს რომლითაც სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე გაიტაცეს.
პროკურორის განცხადებით, მოწმე ადასტურებს იმას, რომ ახალგაზრდები უკანონოდ გაიტაცეს. საპირისპიროს ამტკიცებს დაცვის მხარე. მათ მიაჩნიათ, რომ მძღოლი მხოლოდ კონკრეტულ მითითებებს ასრულებდა.
რაც შეეხება ბრალდებას, დათა ახალაიას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქართული მართლმსაჯულების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით იდევნება.