სიახლეები
რელიგიის კომისიის სხდომა
მოხეში მდებარე სადავო შენობასთან დაკავშირებით, 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სპეციალური კომისიის გასვლით სხდომა ახალციხეში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, სადავო შენობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან კულტურული მემკვიდრეობის ბალანსზე გადავა.  მოხეში მცხოვრებ მუსლიმებს კი, ახალი მეჩეთის ასაშენებლად სოფლის ტერიტორიაზე ადგილის შერჩევას შესთავაზებენ.
სამუფტო სამმართველოსთვის და მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისთვის  აღნიშნული შეთავაზება მისაღებია, თუმცა უცნობია, როგორ მიიღებს ამ წინადადებას ადგილობრივი მუსლიმი თემი.

Print