სიახლეები
გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია

რა ყოფილა გურია“ - ამ პროექტის ფარგლებში

ოზურგეთში გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია განიხილეს. ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის 'მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ გამარჯვებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაა და იგი გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს.

პროექტის ფარგლებში დღეს ოზურგეთში სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პროექტის ფარგლებში აქცენტები გაკეთდება გურიის პოტენციალის გამოკვლევასა და შეფასებაზე, მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარადჭერაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე. უახლოეს მომავალში დამზადდება სიმბოლური სუვენირებიც. შეიქმნა PR პროდუქტები, შემუშავდა რუკა.

 

Print