სიახლეები
გოგლა ჟვანიას განცხადება
ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა .
ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ყოფილი პრემიერმინისტრის საქმის ექსპერტი სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა.

გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მეორეხარისხოვანია.

მისი თქმით,  უფრო მნიშვნელოვანია ზურაბ ჟვანიას  გარდაცვალების გარემოებები დადგინდეს. გოგლა ჟვანია დარწმუნებულია რომ მისი ძმა გაზით არ გარდაცვლილა. მისი თქმით, ზურა ჟვანიას და რაულ უსუპოვის სიკვდილის გარემოებების დადგენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და  პროცესი ჯერ არ არის დასრულებული.

Print