სიახლეები
იან კელის განცხადება
საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებით ,გასაკვირი არ არის, 
აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი. იან კელის თქმით,  აშშ-ში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე. წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. სამხედრო ბიუჯეტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 375 ხმით დამტკიცდა.
Print