სიახლეები
კობახიძის განცხადება
მედიის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  საქართველოში მედიის თავისუფლება  ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დამყარდა და ეს ის მიღწევაა, რომელსაც მმართველი  გუნდი განსაკუთრებით უფრთხილდება.

კობახიძის განმარტებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების პირობებში, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი.

Print