უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს საინვესტიციო სააგენტოში გაიამრთა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის, კენ უოლშის აზრით, ერთობლივი თანამშრომლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული კომპანიების ინტერესების ზრდას. აღნიშნული მემორანდუმის მიზანი ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობაა.