
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის
წარმომადგენლებს დაახლოებით 250 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა
მოუწევთ.
აუდიტის სამსახურმა წინასაარჩევნო
პერიოდის შემოწირულობები შეისწავლა და დადგინდა, რომ ზოგიერთმა პირმა
შემოწირულობა კანონის დარღვევით გააკეთა. ყველაზე მეტი
შემოწირულობა, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, შემდეგ მოდის პაატა
ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის", "ნაციონალური მოძრაობა“ და
პატრიოტთა ალიანსი. ყველა ჩამოთვლილი პარტიის შემომწირველებს შორის
გამოვლინდნენ კანონდამრღვევები. ამ დროისთვის გამოკითხულია 120 პირი ,
40 პირი კი გამოკითხვაზეა დაბარებული.