ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს. ორ დღიანი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები გაეცნენ გასული წლის სტატისტიკურ მონაცემებს, 2017-2021 წლების პროკურატურის მუშაობის სტრატეგიას, პროკურორთა მუშაობის შეფასების ახალ სისტემას, ადამიანის უფლებების დაცვის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის და მოქალაქეებთან კომუნიკაციის საკითხებს, ასევე პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიას.