
საწვავზე, სიგარეტზე და სათამაშო
ბიზნესზე ფასების ზრდა გათვლილია ეკონომიკის
განვითარებაზე.
ამის შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. მისი თქმით, თამბაქოს
ფასი საქართველოში ყველაზე დაბალია, რაც შეეხება ფასებს პროდუქტზე,
აქციზის ზრდა მათზე არ იმოქმედებს და ფასები შენარჩუნებული იქნება.
ძიძიგურის განცხადებით, ეს პროცესი მხოლოდ ეკონომიკური განვითარების
წინაპირობაა.