სიახლეები
კობახიძე ბრიტანეთის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის
თავმჯდომარე
გაერთიანებული
სამეფოს პარლამენტის
საქართველოს საკითხებზე
პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ირაკლი კობახიძის
თქმით შეხვედრა პროდუქტიული იყო და მომავალი თანამშრომლობა
აუცილებლად გაძლიერდება. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში
საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის
ხელმძღვანელმა თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარესთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა, ასევე
დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და მართლმსაჯულების
გაძლიერების მიმართულებით.