სიახლეები
აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე
აჭარის მთავრობას ოთხი წლის ვადით ისევ ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უზენაესი საბჭოსგან მხარდაჭერა მიიღო. ზურაბ პატარაძე თანამდებობაზე 14 ხმით დამტკიცდა.

კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც პროცედურის დაწყებამდე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მწვავე კითხვები დაუსვეს.

ახალი მინისტრთა კაბინეტის წარსადგენად პატარაძეს ათდღიანი ვადა აქვს.

 

Print