დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ეს ერთ-ერთი მთავარი შესათანხმებელი საკითხი იყო. პარლამენტის თავმჯდომარე კანონმდებლებს სთავაზობს განხილვა უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში გაგრძელდეს. უკვე წინასწარ ცნობილია ნაციონალური მოძრაობის და პატრიოტთა ალიანსის პოზიციები. ისინი ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ - რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას და როგორია მმართველი პარტიის შეფასებები?