
უმაღლესი
განათლების
ხარისხის
უზრუნველყოფის
სისტემაში
დაგეგმილი
ცვლილებები,
უნივერსიტეტების ავტორიზაციის
განახლებული სტანდარტები, შეფასების მეთოდოლოგია, გამოწვევები და
შესაძლებლობები განიხილებოდა დღეს საერთაშორისო კონფერენციაზე.
,,ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში" -
ამ დევიზით შეკრება ევროსაბჭოსა და განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დაიგეგმა.
როგორც ორგანიზატორები
აცხადებენ, სფეროში განახლებული სტანდარტები ხელს შეუწყობს
უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებასა და სტუდენტებზე
ორიენტირებული განათლების ხელშეწყობას.