თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მაიკლ კარპენტერთან შეხვდრა გამართეს. ორივე სეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადრება. ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის დროს ხელმოწერილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმის დეტალებზე. მხარეებმა ყურადღება საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილეს, რომლის განხორციელებასაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში 2017 წლის დასაწყისში დაიწყებს. აღინიშნა, რომ პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების, ისე რეგიონული უსაფრთხოებისთვის.