ამერიკის შეერთებული
შტატების, თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე
თბილისშია.
მაიკლ კარპენტერი უკვე შეხვდა ქვეყნის მთავარ სარდალ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს სამხედრო მაღალჩინოსნებს. შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ ქვეყნები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაის ახალ საფეხურზე გადადიან. გარდა ამისა ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ საკითხს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერა წარმოადგენს, რომელიც ამერიკის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია.