სიახლეები
საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა
საწვავის ტარიფმა მოიმატა. ზოგიერთ ბენზინ გასამართ სადგურში, საწვავი ოთხი ხუთი თეთრით ძვირად იყიდება.

მოიმატებს თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების ფასი, ახლა ეს მთავარი შეკითხვაა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბენზინის გაძვირების გამო, უკვე მოიმატა რუსთავი თბილისის სამარშუტო ტაქსის ღირებულებამ.

თბილისის მერია ამ საფრთხეს გამორიცხავს, თუმცა  ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ მას, ტარიფის მომატების მოთხოვნით უკვე მიმართა, სამარშრუტო ტაქსების მფლობელმა ერთერთმა კომპანიამ.

Print