სიახლეები
შეხვედრა ქუმსიშვილთან
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე გლობალური პრაქტიკის ჯგუფის დირექტორ სესილ ფრუმანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს მაკროეკონომიკურ ვითარებაზე, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებსა და საინვესტიციო გარემოზე.

მხარეებმა ყურადღება  გაამახვილეს  მსოფლიო ბანკის ჯგუფთან არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.



Print