სიახლეები
ომბუდსმენის შეხვედრა მუსლიმთა თემთან
სახალხო დამცველი ადიგენის რაიონში
მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ხვდება.
უჩა ნანუაშვილი სოფელ ჭელაში ჩავიდა
და მუსლიმი ქართველების წინაშე არსებულ სოციალურ თუ აღმსარებლობის
თავისუფლების კუთხით, არსებულ პრობლემებზე ინფორმაციას, მუსლიმი თემის
წარმომადგენლებისგან ისმენს. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება
ასევე სოფელ მოხეს ცენტრში მდებარე სადავო შენობაზეც. ჭელადან
სახალხო დამცველი მოხეში გადაინაცვლებს და სოფლის
მოსახლეობას შეხვდება.