ეს ინფორმაცია დღეს განათლების მინისტრმა დაადასტურა. თუმცა აქვე დაამატა, რომ პრემიების გაცემა სამომავლოდაც იგეგმება. მინისტრი ხარჯების შემცირებას სხვაგვარად გეგმავს, მისი თქმით, თვის ბოლოს 100-ზე მეტი ადამიანი დატოვებს სამსახურს. ჯეჯელავას განმარტებით, კადრები გათავისუფლდებიან,როგორც სამინისტროდან ასევე სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურებიდანაც და შესაძლოა, რამდენიმე დეპარტამენტი საერთოდ გაუქმდეს.