ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში
ადგილობრივი მუსლიმი მრევლი სადავო
შენობის საკითხზე კვლავ ვერ თანხმდებიან.
ისინი უარს ამბობენ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, რომლის მიხედვით, მეჩეთის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილი უნდა გამოიყოს.
მუსლიმების მოთხოვნა სოფლის ცენტრში მდებარე ნაგებობის გადაცემაა, რასაც მართლმადიდებელი მრევლი ეწინააღმდეგება. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, ადიგენში დღეს ომბუდსმენი ჩავიდა.