ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის წერილში ნათქვამია, რომ სასწორზე დევს მეზობელი ერების ლეგიტიმური იმედები და მისწრაფებები, ასევე ევროკავშირის რეპუტაცია. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ ევროკავშირმა პარტნიორებს მკაცრი მოთხოვნები წაუყენა, ახლა კი ჯერი ევროგაერთიანებაზეა. პარალელურად, ევროპარლამენტში, ე.წ. შეჩერების მექანიზმზე მსჯელობენ.