სიახლეები
ვითარება საავტომობილო გზებზე
უამინდობით გამოწვეული პრობლემის ლიკვიდაცია და გზებზე გაწმენდითი სამუშაოები
უკვე ორი დღეზე მეტია რაც უწყევეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აგარა-ზესტაფონის და ძევრი ტყიბულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აგარა-ზესტაფონის და თერჯოლა–ტყიბულის მონაკვეთზე კი ყველა სახის მანქანით გადაადგილება  თავისუფალია. ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები გომი-ჭიათურა ზესტაფონის მიმართულებაზე. ვიტარება განმუხტულია მცხეთა - ლარსის მიმართულებითაც. შეზღუდვები რჩება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის მონაკვეთებზე. ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე. რთული და გასწმენდი მონაკვეთები რჩება  ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზეც.
Print