სიახლეები
ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომა
ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 23-ე
შეხვედრა - საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით.
შეკრება ჰამბურგში გუშინ დაიწყო და
დღეს დღის ბოლომდე გასტანს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი
სიტყვით უკვე გამოვიდა მინისტრთა საბჭოს პლენალურ სხდომაზე. მიხეილ
ჯანელიძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე
გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ
ასევე მონაწილეობა მიიღო სუამ-ის მინისტერიალში და შეხვედრები გამართა
კოლეგა მინისტრებთან.