სიახლეები
თბილისის ეროვნულ პარკში ბრაკონიერმა რეინჯერი დაჭრა
თავდასხმა - ტყის
მცველზე.
თბილისის ეროვნულ პარკში ბრაკონიერმა
რეინჯერს სანადირო თოფიდან ესროლა. ბრაკონიერი მსუბუქად დაიჭრა - მისი
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი
ლაშა მოისწრაფიშვილი აცხადებს, შემთხვევა იმ დროს მოხდა,
როდესაც ბრაკონიერები შველზე ნადირობდნენ. მომხდარზე უკვე
მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის
კოდექსის 301-ე მუხლით აღიძრა, რაც უკანონო ნადირობას
გულისხმობს.