
კულტურის და ძეგლთა დაცვის
მინისტრი, მიხეილ გიორგაძე
აპირებს,კომპანია
''INTERNATIONAL EVENTS'' საკუთრებაში არსებულ ბინაში
რეგისტრაცია გაუუქმოს. ეს გადაწყვეტილება მინისტრმა მას შემდეგ
გაახმაურა, რაც " საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასცოციაციის"
წარმომადგენლებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.
მათი ინფორმაციით' 'INTERNATIONAL EVENTS''-ი, სისტემატურად
არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, დღეისათვის
სახელმწიფოსადმი ჯამურად დავალიანება 1 245 000 ლარზე მეტს
შეადგენს. დიდი საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის მფლობელი
კომპანიის იურიდიულ მისამართად დღემდე რჩება თბილისი, გაბაშვილის ქ.#1
მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ამავდროულად მიხეილ გიორგაძის
საკუთრებას წარმოადგენს”, -ნათქვამია კვლევაში.