„თეთრი ხმაურის მოძრაობის“
ორი აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან
გაათავისუფლეს.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 29 დეკემბრისთვის გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზად არასაკმარისი მტკიცებულებები დასახელდა.
პროცესზე მტკიცებულებების წარმოსადგენად ორივე მხარეს რამდენიმე საათი ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს მათთვის ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი.
დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და პროცესის გადადება მოითხოვა, რაზეც მოსამართლე დათანხმდა და საქმის განხილვა გადადო.
ბრალდების მხარეს დღეს უნდა წარმოედგინა კამერების ჩანაწერები, თუმცა უცნობია მიზეზი თუ რატომ არ მოხდა მათი წარმოდგენა.