სიახლეები
თურქეთში გლოვაა გამოცხადებული

თურქეთი  მსოფლიო  მედიის  ყურადღების  ცენტრშია.

რამდენიმე თვიანი პაუზის  შემდეგ  სტამბოლის  ქუჩებში  აფეთქების  და  სროლის ხმა  ისევ გაისმა.

სისხლიანი ღამის  შედეგი სავალალოა  116  დაშავებული   და 38  დაღუპული,  მათგან უმრავლესობა  პოლიციელია.

აფეთქებებს  ტერორისტული აქტის  კვალიფიკაცია უკვე  მიენიჭა,  თუმცა  მომხდარზე, არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას, ამ დრომდე  პასუხისმგებლობა არ აუღია. თურქეთი გლოვობს,   სამთავრობო შენობებზე კი  დროშები დაშვებულია.

 

Print