სიახლეები
სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა
,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ შემაჯამებელ კონფერენცია
თბილისში მიმდინარე ამ  პროგრამის მონაწილეებმა  საერთაშორისო შეკრებაზე მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები  წარმოადგინეს და სტუმრებს საქართველოში მცხოვრები ბოშების ისტორიისა და კულტურის, მათი ყოველდღიური ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

კონფერენციის მიზანი იყო სოციალური ინკლუზიის აუცილებლობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისათვის კეთილგანწყობილი საგანმანათლებლო გარემოს შექმნის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებული ძალისხმევით ზრუნავს ეთნიკური უმცირესობებისა და, მათ შორის, ბოშა მოზარდების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვაზე.

Print