სიახლეები
უამინდობა საქართველოში და ვითარება გზებზე

3 დღიანმა გადაუღებელმა თოვამ მაღალმთიან აჭარაში კვლავ პრობლემები შექმნა.

რთული ვითარებაა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე. ხულოს მუნიციპალიტეტიდან გოდერძის სათხილამურო ტრასის მიმართულებით მოძრაობა მხოლოდ ორ ხიდიანი ავტომანქანებით არის შესაძლებელი, ბათუმის მიმართულებით ცენტრალური მაგისტრალი კი სრულად გაწმენდილია. გზის ამ  მონაკვეთზე გუშინ ზვავიც ჩამოწვა და გზა ჩახერგა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ შექმნილია სპეციალური შტაბი და პრობლემების ლოკალიზებას ეტაპობრივად ახდენენ. მუნიციპალიტეტის გამგებელი მძღოლბს მეტი უსაფრთხოებისთვის, გზებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს. გზის გაწმენდით სამუშაოებს უხვი ნალექი აფერხებს.

 

Print