სიახლეები
ჭიაბერაშვილის განცხადება
ნაციონალურ მოძრაობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის  და უწყების ხელმძღვანელის სტრატეგიას აკრიტიკებენ.
დღეს ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა. რომ იმისათვის რომ ჯანდაცვის სისტემა არ ჩამოიშალოს მას წლის ბოლომდე დამატებით 40 მილიონიანი დაფინანსება სჭირდება.

როგორც ჭიაბერაშვილმა განმარტა, 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 570 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც არის 100 მლნ ლარით მეტი, ვიდრე 2015 წელს დაიგეგმა. მისივე თქმით, პროგრამაზე 35 მლნ ლარის დამატება წელს უკვე მოხდა და პროგრამის წლიური ბიუჯეტი 605 მლნ ლარი გახდა, მაგრამ 9 დეკემბრის მონაცემებით, ეს 605 მლნ ლარი მთლიანად გაიხარჯულია.

Print