ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „კონტაქტში“ ხატია ქვათაძესთან სტუმრობისას განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, შემცირებები მოსალოდნელია და ეს ძირითადად ვაკანსიების ხარჯზე მოხდება. თუმცა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ თანხების დაზოგვა სამინისტროში კადრების შემცირების ხარჯზეც მოხდეს.
როგორც ცნობილია მომავალი წლის ბიუჯეტის თანახმად, სამინისტროებში ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით მცირდება.