-ამის შესახებ „სემეკის“ წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა. შონიას თქმით, სემეკმა სატარიფო განაცხადები ყველა კომპანიისგან უკვე მიიღო, განიხილება და ტარიფები 31 დეკემბრამდე დამტკიცდება. რაც შეეხება გრაფიკით ელექტრო-ენერგიის მიწოდებას, შონია ამბობს, რომ კომპანიებს, როდესაც ფინანსურად უზრუნველყოფილნი არიან, გრაფიკის შემოღების უფლება არ აქვს და „სემეკი“ ამ ფაქტს მკაცრად აკონტრლებს. განცხადებები „სემეკის“ წევრმა სამომხმარებლო ტარიფებზე „დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც „ნეტო აღიცხვის რეგულირების შესახებ“ პრეზენტაცია წარმოადგინეს.