შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი გამართა. ტრენინგი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. სემინარის მონაწილეებმა ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ძალადობის ფაქტების შეფასების ჯგუფური სიტუაციური სავარჯიშოები შეასრულეს და აღნიშნულ თემაზე ინდივიდუალური დავალებები მოამზადეს. ტრენინგზე ოჯახში ძალადობის კონკრეტული მაგალითები და მათი აღმოფხვრის გზები, ასევე, ოჯახში ძალადობის ფაქტების გაშუქებისას არსებული მთავარი გადაცდომები განიხილეს.