სიახლეები
2017 წლის ბიუჯეტი
2017 წლის ბიუჯეტის პროექტი  კანონმდებლებმა კვირის ბოლოს უნდა დაამტკიცონ.
მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაა. ასევე იგეგმება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ოპტიმიზაცია. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ცვლილებები ქართული საზოგადოების ინტერესებზე იქნება მორგებული და ეკონომიკის განვითარებას და სწრაფად ზრდას უზრუნველყოფს.

ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდიდან ბიუჯეტს სრული მხარდაჭერა ექნება.

2017 წლის ბიუჯეტი საბოლოო ვარიანტით 11 მილიარდ 500 მილიონ ლარამდეა და ის 4% -იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი.

Print