სიახლეები
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის აქცია
საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვებითი სამუშაოს დაწყებიდან 2 წელი გავიდა

ტერიტორიაზე პირველი აფეთქება სწორედ 2014 წლის 13 დეკემბერს განხორციელდა. ამ ფონზე  საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები კულტურის მინისტრს კვლავ კულტურული მემკვიდრეობის დანგრევაში  ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უძველესი ძეგლი მიხეილ გიორგაძის ხელმოწერით განადგურდა. დღეს მათ კულტურუს სამინისტროში ე.წ. სიგელი და ოქროსფერი ურო მიიტანეს. მათი თქმით, ეს სიმბოლური ჟესტია და სამომავლოდ ყველა იმ პირს გადაეცემა ოქროსფერი ურო, რომელიც საყდრისის მოვლენებში იყო ჩართული და კულტურის სამინისტროს პოზიციას იზიარებდა.

Print