ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა მინდელის ინტერესების დამცველებმა დააყენეს, მანამდე კი მინდელმა წაყენებული ბრალი აღიარა რის შემდეგაც შუამდგომლობას უკვე ბრალდების მხარეც დაეთანხმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილი ხელმძღვანელი 50-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას გურამ და მაია რჩეულიშვილების ადვოკატები და თავად ბრალდებული გურამ რჩეულიშვილიც დაეთანხმა.