ეროვნული ვალუტა ისევ
უფასურდება.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი გამოაქვეყნა. ხვალ 1 ამერიკული დოლარი, 2, 60 თეთრი ეღირება.
გუშინ ეს მაჩვენებელი ხუთი
თეთრით ნაკლები იყო. ცხადია, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო
ჯიხურებში, კურსი გაცილებით მაღალია. ამჯერად დევალვაციის
მიზეზად, ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი გახარია, თურქეთში
განვითარებულ მოვლენებსა და ლირას კურსის ცვალებადობას ასახელებს. რას
ამბობენ პასუხისმგებელი პირები?