სიახლეები
„ცენტრ-პოინტის“ საქმე
ცენტრ პოინტ აჭარას ყოფილი ხელმძღვანელი 50-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი მინდელს გირაოს გადახდის ვადად ერთი თვე განესაზღვრა. „ცენტ პოინტ აჭარას“ ყოფილი  ხელმძღვანელი სასამართლოში დაკითხვამდე დუმილის უფლებას იყენებდა, დღეს სასამართლოს დეტალური ჩვენება მისცა და ბრალი პროცესზე აღიარა.

მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას გურამ და მაია რჩეულიშვილების ადვოკატები და თავად ბრალდებული გურამ რჩეულიშვილიც დაეთანხმა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პროცესს ვერ დაესწრო მაია რჩეულიშვილი.

ჩვენება, რომელიც სახელმწიფო ბრალდებისთვის რჩეულიშვილების მამხილებელია, ბუნდოვანი აღმოჩნდა რჩეულიშვილების ინტერესების დამცველებისთვის.

როგორ განვითარდა პროცესები სასამართლო სხდომაზე და ბრალდების რა ნაწილზე  აიღო პასუხისმგებლობა ირაკლი მინდელმა.
Print