სიახლეები
სეზონური ვირუსები მკვეთრად გაიზარდა
გრიპისა და ვირუსული ინფექციების გახშირების გამო ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მიმართა.

დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, თუმცა დაავადების გამწვავებისგან თავდასაცავად მოქალაქეებმა ექიმს უნდა მიმართონ. იგეგმება 24 საათიანი სამედიცინო პუნქტების ამუშავება, რათა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახებები განიტვირთოს. არ არის გამორიცხული, ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში რიგგარეშე დასვენებაც გამოცხადდეს.

Print