საგარეო საქმეთა სამინისტროში
საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის
პრეზენტაცია გაიმართა.
სამოქმედო გეგმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების მიმართულებით პროექტების განხორციელებას ითვალიწინებს. ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის დაფინანსება ძირითადად ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ ხორციელდება. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროექტების განხორციელებაში ჩართული სამინისტროებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.