ოპერაცია თბილისში ჩატარდა. დაკავებულები არიან 24 და 21 წლის მოქალაქეები. რომელთა სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 8 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად აღებული თანხის ნაწილსაც მიაკვლიეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკოტიკს სისტემატურად ყიდდნენ.