ინფორმაციას მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სპეც სამსახურები ავრცელებენ.
ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების განცხადებაში ნათქვამია, რომ დე ფაქტო რეჟიმის ოპოზიცია 15 დეკემბერს, ჩანიშნული მასშტაბური დემონსტრაციის შემდეგ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და ე.წ. სამთავრობო შენობების დაკავებას აპირებს.
განცხადებას გამოეხმაურნენ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელები, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სურთ.
ე.წ. პოლიტიკური პარტია „ამცახარას“ ლიდერების თქმით, მსგავს მცდელობას თავად დემონსტრანტები აღკვეთენ. 15 დეკემბერს სოხუმის თეატრთან მასობრივი აქცია სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით იმართება.