სიახლეები
დიდთოვლობა რეგიონებში და ვითარება გზებზე
დიდთოვლობის გამო ხულოში ორი ოჯახი  უსახლკაროდ დარჩა.

მელაძეების საცხოვრებელი მთლიანად დაინგრა, ჭერი ჩამოინგრა ჯაყელების სახლშიც. დაშავებული არავინაა, რადგან ოჯახის წევრები თავს ახლობლებს აფარებდნენ. უსახლკაროდ დარჩენილები შველას ითხოვენ. ისინი რამდენიმე თვეა მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ, აქვთ შესაბამისი გეოლოგიური დასკვნებიც. ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულთა მდგომარეობა მათთვის ცნობილია. ისინი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პასუხს ელოდებიან, სადაც შესაბამისი დოკუმენტაცია  რამდენიმე თვის წინ გადაიგზავნა.  უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევსა და ქედაშიც. შუახევში ნგრევის საშიშროების გამო ერთი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გახიზნეს.

Print