ფემიციდი, დისკრიმინაციული
დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულება.
ამ თემებზე კვლევის პრეზენტაცია დღეს, კავშირმა „საფარმა“ გამართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის შექმნისკენ მოუწოდა.
რეკომენდაციის მიხედვით მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყანას გენდერული ნიშნით ფატალური შედეგების პრევენციაში დაეხმარება. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, გენდერული ნიშნით მკვლელობების შესაჩერებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომაა, რადგან ამ მხრივ საქართველოში საგანგაშო მდგოამრეობაა შექმნილი. კვლევა კავშირ „საფარის“, ფონდ ღია საზოგადოებას ორგანიზებით ჩატარდა.