სიახლეები
პაატა ბურჭულაძე სცენას უბრუნდება

მსოფლიო ბანი სცენას უბრუნდება.

ამის შესახებ პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი, რომელიც ჭადრაკის სასახლეში დღეს გაიმართა და რომლის შესახებ არცერთმა მედასაშუალებამ არ იცოდა.

პაატა ბურჭულაძე  უცხოეთში მიემგზავრება და საერთაშორისო კარიერას უბრუნდება.

რაც შეეხება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალ თავმჯდომარეს, მას  24 წლის ნიკა მაჭუტაძე უხელმძღვანელებს.

"სახელმწიფო ხალხისთვის" ახალი ხელმძღვანელი  ფიქრობს, რომ პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკურ სცენაზე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მიეცა.  პარტიის ახალი ხელმძღვანელი პარტიის ფინანსურ ვალდებულებებს იღებს  და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

 

Print